Fetes jeanne d'Arc 080509 » Griala.net

 

Langues

 

______________________
 
 

ნავიგაცია

 

·  მთავარი
·  საქართველო
·  საფრანგეთი
·  თბილისი
·  პარიზი
·  ორლიანი
·  ქართული ეკლესიები
·  ფრანგული ეკლესიები
·  ქართული სუფრა
·  ფრანგული სუფრა
·  ქართული ფილმები
·  ფრანგული ფილმები
·  მულტფილმები
·  სპექტაკლები
·  ქართული კლიპები
·  ფრანგული კლიპები
·  კონცერტები
·  სხვადასხვა ვიდეოები
·  დოკუმენტური
·  პროფილი
·  ხელოვნება
·  კომედიები
·  ტელეარხები
·  ჩვენ
·  ჰობი
·  ჩათი
______________________

 
 

ავტორიზაცია

 

ნიკი
პაროლი

______________________
 
 

კავშირი ადმინთან

 

შეკითხვებისთვის დამიკავშირდით აქ

>>> ა დ მ ი ნ ი <<<

______________________

 
 

საიტის ბანერი

 





z a z a g r i a l a

zazagriala@msn.com

______________________

 
 

>>> რ ე კ ლ ა მ ა <<<

 



______________________

 
 
______________________

მეგობრები

 





ალაზანი

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us



WAI.GE

______________________

 
 

მთვლელი

 





Georgian TopSites List



______________________

 
 

I რადიო FM 106.4

 

______________________

 
 

 



Fetes jeanne d'Arc 080509

 








ფანატიკურად მორწმუნე ჟან დ’არკს 13 წლიდან ჩაესმოდა ხმა, რომ მისი ამქვეყნიური დანიშნულებაა საფრანგეთის ხსნა. 1428 წლის 12 ოქტომბერს ინგლისელებმა ალყა შემოარტყეს საფრანგეთის მეფის ხელში მყოფ უკანასკნელ ქალაქს მდინარე ლუარის ჩრდილოეთით, ორლეანს, რომლის დაცემა გზას უხსნიდა მტერს სამხრეთისკენ. 1429 წლის 13 თებერვალს მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ჟან დ’არკი გაემგზავრა დოფინთან შინონის ციხეში. თავისი ჭკუითა და მოსაზრებულობით ჟან დ’არკმა მეფის ნდობა დაიმსახურა და დაინიშნა საფრანგეთის ჯარების სარდლად. 29 აპრილს ჟან დ’არკმა თავისი ჯარით შეაღწია გარემოცულ ორლეანში. 1429 წლის 8 მაისს ინგლისელებმა მოხსნეს ალყა ორლეანს. ინიციატივა ფრანგების ხელში გადავიდა. ჟან დ’არკმა რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, აიღო ქალაქები ჟარჟო, ბოჟანსი და სხვა. 1429 წლის 18 ივნისს პატესთან ბრძოლაში გაანადგურა ინგლისელთა არმია. ჟან დ’არკს უბრძოლველად დანებდნენ ქალაქები ოსერი, ტრუა, შალონი, რეომსი, სადაც 1429 წლის 17 ივლისს შარლ VII მეფედ აკურთხეს. ჟან დ’არკის უდიდესმა პოპულარობამ შეაშინა მეფე, არისტოკრატია და უმაღლესი სამღვდელოება. იგი ფაქტობრივად ჩამოაშორეს სამხედრო მოქმედებათა ხელმძღვანელობას. 1430 წლის 23 მაისს კომპიენის კომენდანტის ღალატის შედეგად იგი ტყვედ ჩაიგდეს ინგლისის მომხრე ბურგუნდოელებმა და 6 თვის შემდეგ დიდ თანხად მიჰყიდეს ინგლისელებს. შარლ VII-მ არაფერი იღონა ჟან დ’არკის დასახსნელად, ქ. რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე (1431 იანვარი-მაისი) ჟან დ’არკი „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ ცნეს და ქ. რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს. 1456 წლის 7 ივლისს ჟან დ’არკი რეაბილიტირებულად გამოცხადდა, კათოლიკურმა ეკლესიამ 1920 — წმინდანად შერაცხა. მისი ხსოვნის დღედ დაწესდა 8 მაისი, ორლეანის განთავისუფლების დღე — საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული.


ავტორი: zazagriala 11 მაი 2009 | ნახვა: 484 | კომენატრები: 0
 
 


ინფორმაცია

  ჯგუფ სტუმარო -ის წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.  
 


by Dr-studio -2008-